Skip to main content

მოხალისოების ისტორია საქართველოში

 საქართველოში  სამოქალაქო  საზოგადოების პოლიტიკური მონაწილეობის პრაქტიკა   წლეებს ითვლის. ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსგან და სამთავრებო სტრუქტურებისგან დამოუკიდებელ ქართულ საზოგადოებრივ ინსტიტუტებს მუშაობის მწირი გამოცდილება აქვთ. სამოქალაქო  საზოგადოების ჩამოუყალიბების პირველი ნიშნებს მეცხრამეტე  საუკუნის    პერიოდიდან იწყება. სამოქალაქო  აქტივიზმი შედეგს წარმოდგენა იწყებოდა ცარისტული რუსეთში სამოქალაქო ბრძოლას აწარმოებდნენ განმანათლებლობის მოძრაობის, ღარიბთა შემწე საზოგადოებების, პრესის  თავისუფლების  მხარდამჭერი ჯგუფების აქტივისტები. ყურადღება გასამახვილებელია  ადამიანებზე, რომლებმაც  სამოქალაქო  განათლების, კულტურულ დაწესებულებათა  საზოგადოებისთვის სასარგებლოდ მუშაობის და პოლიტიკური მონაწილეობის პრინციპები ერთ იდეად გააერთიანა.



მეცხრამეტე საუკუნის უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით  გაძლიერდა  რუსეთის იმპერიის ზეწოლა ეროვნულ უმცირესობებსა და სახელმწიფოს განაპირა რეგიონებზე. ბუნებრივია, ცენტრალური ხელისუფლების ცენზურასა და უმკაცრეს  კონტროლს  ვერც საქართველო  გადაურჩა. ჩვენს ქვეყანაში  ორი პარალელური საზოგადოებრივი  მოძრაობის უკიდურესმა გაძლიერებამ კი ჩრდილოური  რეპრესიები  გააორმაგა- იმხანად საქართველოში უკვე მყარი  პოზიციები ეკავათ ეროვნულ- კულტურული ავტონომიის მომხრეებსაც  და მათ მოწინააღმდეგე სოციალისტებსაც. ქართულ გუბერნიებში ავიწროებდნენ მშობლიურ  ენაზე  წარმოებულ   ნებისმიერ საქმიანობას, არბევდნენ მუშათა და ღარიბთა  თავყრილობებს, ეწინააღმდეგებოდნენ წერა-კითხვის მასობრივი გავრცელების ნებისმიერ  მცდელობას, იზღუდებოდა სახალხო კულტურული ღონისძიებების ჩატარება და ა. შ. მაშასადამე,  მხოლოდ  ადგილობრივი ბიუროკრატიასთან დაახლოებულ თავად-აზნაურთა და ვაჭართა უმცირეს ჯგუფს ჰქონდა ყველანაირი შესაძლებლობა, გასცნობოდა მსოფლიოს ლიტერატურას, მოეწყო საჯარო პოლიტიკური თუ კულტურული ღონისძიებები, ეკითხა გადაუკეთებელი საგაზეთო პუბლიკაციები და შეეძინა თბილისის ოპერის ძვირადღირებული ბილეთები, ქალაქის გარეუბნებში მცხოვრები ხელმოკლე მოსახლეობა კი, რომელიც დღეში 12-14 საათს მუშაობდა, მოკლებული გახლდათ ყველა ამ სიკეთეს.

მონარქიის მოწინააღმდეგე ინტელექტუალთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დისკრიმინაციული, უთანასწორო რეჟიმის გარდაქმნის საუკეთესო გზად ქართულენოვანი საგანმანათლებლო და კულტურული მოძრაობის წამოწყება მიიჩნიე. ერთ-ერთი უმთავრეს მიზნად მათ თავიანთი საქმიანობის საყოველთაო გავრცელება დაისახეს.

მაშასადამე, მოხალისეთა ჯგუფის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა სასურველი და ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ნებისმიერი მოქალაქისთვის.განსაკუთრებით გამოვყოთ და წარმოგიდგენთ ამ  მოხალისეებს ვინც იყვნენ: ეს არის ინოვაციური იდების, ორგანიზებისა და ლიდერობის შესანიშნავი ნიჭის წყალობით ამ მოძრაობას სათავეში აღმოჩნდა  მარიამ დემურია.

 
მარიამ დემურია


მეცხრამეტე საუკუნის ცნობილმა აქტივისტმა ქალმა  თბილისის განაპირას, ჩერქეზიშვილის ქუჩაზე, უმცირესი შემოწირულობებითა და ილია წინამძღვრიშვილის მხარდაჭერით მარიამ დემურიამ ყველაზე ხელმოკლე ადამიანებისათვის  დაარსა „ავჭალის აუდიტორია“. მოკრძალებული ორსართულიანი შენობა გადაკეთდა დარბაზად, სადაც კლასიკური თუ თანამედროვე ლიტერატურის მიხევით იდგმებოდა წარმოდგენები ქართულ ენაზე და იმართებოდა სხვადასხვა  წიგნის, სტატიის, დოკუმენტის საჯარო კითხვა. სახალხო სცენაზე გამოცდილ მსახიობებთან ერთად გამოდიოდნენ არაპროფესიონალებიც, რომელთაც, ნიჭის სიმცირის მიუხედავად, ჰქონდათ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის სურვილი. მაგალითად, შეკრებიების მუდამ ოვაციებით ამხნევებდნენ სცენაზე დაშვებული  შეცდომების გამო დამწუხრებულ მკლევარ თედო სახოკიასა და პუბლიცისტ გიორგი ლასხიშვილს. ცხადია, თითოეული ამ ღონისძიების მიზანი დემოკრატიულ ღირებულებათა პოპულარიზება გახლდათ.

ფაქტობრივად, ავჭალაში მდგარი ეს პატარა ქვის სახლი იქცა ქართული ენის დაცვის, თეატრის განვითარების, არაფორმალური განათლებისა და პოლიტიკური სოციალიზაციის რევოლუციურ კერად, რომლის საქმინობაში მონაწილეობის საშუალება ყველას თანასწორად ჰქონდა. ბუნებრივია, აუდიტორი უამრავ სირთულეს წააწყდა-მეფის უშიშრობის სამსახურებთან დაკავშირებული აგენტები  ხშირად არბევდნენ სცენას, ხელს უშლიდნენ დემურიას საქმიანობას და უამრავი სანქციით ცდილობდნენ გამბედავი ქალისთვის ხელის შეშლას. მიუხედავად ამისა, „ავჭალის აუდიტორიამ“ რამდენიმე წელი იფუნქციონირა. შედეგად, ქალაქის ღარიბ უბნებში ჩამოყალიბდა განათლებული, სოლიდარობის განსაკუთრებული გრძნობის მქონე და თვითმპრობელობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მუდამ მზად მყოფი კრიტიკული მასა, რომელმაც მოახერხა და მეოცე საუკუნის დასაწყისი ყველა ანტიცარისტული გამოსვლის სათავეში მოექცა.

მასწავლებელი მარიამ დემურიას მიერ დაარსებული კერის განადგურების შედეგაც არ შეუწყვეტია საზოგადოებრივი მოღვაწეობა.წლების განმავლობაში მისი სახლი არაერთხელ ქცეულა რევოლუციონერთა თავშესაფრად თუ თავშეყრის ადგილად. მისი ორიგინალური საქმიანობა თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ საქარტველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პირველ და მყარ ნაბიჯებად.სასიხარულოდ, მოღვაწეობის დროს ის მარტო არ ყოფილა.

XIX საუკუნის II ნახევრიდან  დასავლეთ საქართველოში ქუთაიში სოფელ გუბში მცხოვრები  ნესტორ იოსების ძე წერეთელი ის იყო მღვდლის ოჯახში დაბადებული.ის სწავლობდა ქუთაისი კლასიკური გიმნაზიაში, რის შემდეგაც  სწავლა პეტერბურგში განაგრძო  მაგრამ  სუსტი ჯანმრთელობის  გამო მოუწია დაბრუნება თავის სამშობლოში. ის მოტივირებული ადამიანი იყო ის თემის განვითარებაზე ზრუნავდა.1883 წელს  დაბრუნავებისთანავე  მისი ინიციათივით სოფელ კუხში გახსნა ვაჟთა სასწავლებელი, სადაც თავადაც მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ის გახლდა ხონში კულტურული ცხოვრების  წამახალისებელი და თეატრალური წარმოდგენების  გამართვის ერთ-ერთი ინიციატორი.ის კრიტიკულ წერილებს აქვეყნებდა გაზეთებში რუსეთის წინააღმდეგ. მან ძმასთან ერთად 1883 წელს დაარსა ხონში ქართული წიგნების მაღაზია. მას საკუთარ სახლში გახსნილი ჰქონდა  აფთიაქი და  დიდ დახმარებას უწევდა მიმდებარე  სოფლის მოსახლეობას. ის ასევე ინიციატორი იყო სოფლის- მეურნეობის განვითარების.მან დაარსა  მეაბრეშუმთა ამხანაგობა. მან შეძლო და ქართული აბრეშუმი გაიტანა  ექსპორტზე  ევროპაში, მარსელისა და  ლიონის ბაზარზე.

მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლეებში საქართველოში სამოქალაქო  საზოგადოება, რომელიც წინააღმდეგობას უწევდნენ რუსიფიკაციის პროცესებს. ერთ-ერთი გამორჩეული წინამძღვრად შეგვიძლია მოვიხსენიოდ ილია ივანეს ძე წინამძღრიშვილი რომელიც აზნაურის ოჯახში დაიბადა. საოჯახო განათლების მიღების შემდეგ ის ამთავრებს თბილისი კლასიკურ გიმნაზიას, მაგრამ უსახსრობის გამო ის ვერ აბარებს უნივერსიტეტში, მაგრამ მას გავლილი ქონდა აგრონომიური კულტურის კურსი. 1860 წლიანებიდა განმანათლებლობის და პროგრესის  დიდი პროცესი წამოიწყო ილია ჭავჭავაძესთან  და იაკობ გოგებაშვილთან ერთად.ის თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან, აქვეყნებდა პუბლიცისტურ სტატიებს საზოგადოების პრობლემების შესახებ.მან ბატონყმობის გაუქმების შემდეგ უსასყიდლოდ გადასცა მიწები ხალხს. 1883წლის 4 ივნისს გახსნა სკოლა. ის სკოლის ხარჯებს მთლიანად ფარავდა.

ასევე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ XIX საუკუნის ბოლოს ყველაზე გარდამტეხი კვალი დატოვა ქართულ კულტურასა და   სოფლის მეურნეობაში სოფელ  ავლევის მკვიდრმა  კონსტანტინე (კოსტა) მიხეილს ძემ ამირეჯიბმა. ის იყო თავადის, ოფიცრის ( შემდგომ გენერლის ) მიხეილ ქაიხოსრო  ძე ამირეჯიბისა და სოფიო ვასილის ასული არღუთინსკი- დოლგორუკოვის ოჯახში დაიბადა. ბავშობაში ის დიდ დროს ატარებდა სოფელ ავლევში, მშობლებთან ერთად ხშირად ცდილობდნენ თანასოფლელებს გლეხებისთვის  დახმარებოდნენ. 1887  წლამდე  ცხოვრობდნენ ქალაქ ოდესაში. 1890 წელს სტუდენტური საპროტესტო დარბევის დააპატიმრეს და მშობლების ჩარევის შემდეგ გაანთავისუფლეს.

                                                                           კონსტსანტინ მიხეილის ძე ამირეჯიბი

კონსტანტინე ამირეჯიბმა 1893 წელს უნივერისტეტი  პირველი ხარისხის დიპლომით  და ოქროს მედლით დაასრულა.ის მამასთან ერთად  ჩაერთო  სოფელ ავლევის  სასიცოცხლო პრობლემის მოგვარებაში  1893-1894 წლეებში ქართლში გავრცელებული ხოლერის ეპიდემიის  სალიკვიდაციო ღონისძიებებში, მან, სხვა თანამოაზრეებთან ერთად, ფული შეკრიბა და  ეპიდემიის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის ექიმები დაიქირავა, მალევე ის დაბრუნდა ოდესიდან  და 1901 წელს ავლევში სავადმყოფო- ქსენონი  და აფთიაქი გამართა. კონსტატნტინე უშიშრად შუდგა ეპიდემიის  წინააღმდეგ  ბრძოლას: დადიოდა და მედიკამენტებს ურიგებდა ავადმყოფებს, ასწავლიდა ეპიდემიის გავრცელებისგან თავიდან აცილების ხერხებს.ავლევის ქსენონში უფასოდ  იღებდა ავადმყოფებს და მკურნალობდა მათ. კონსტანტინემ ამირეჯიბმა ასევე 1895 წელს  გაემგზავრა პარიზში სასწავლებლად ბონში სასოფლო -სამეურნეო ფაკულტეტზე, დასრულების შემდეგ ის მეურნეობებში მუშაობდა. 1897 წელს სამშობლოში დაბრუნებული ცდილობდა განევითარებინა სოფლის- მეურნეობა. მან შექმნა სასოფლო- სამეურნეო სკოლა, სადაც  მოსწავლეები არ იყვენენ სქესის ნიშნის გარჩევით.  მან საფუძველი ჩაუყარა  ავლევის სასოფლო- სამეურნეო ორკესტს, რომლმაც თბილისის ფილარმონიის დარბაზში გამართა კონცერტი.1917 წელს რუსეთის იმპერიის დაშლამ გამოიწვია  გორში მაზრაში  აგრარული და  ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებულმა არეულობამ გამოიწვია. კონფლიქტის კვალმა, საბოლოოდ დაუსვა  ავლევის სამეურნეო ამხანაგობასა და კოოპერატივს.

XIX საუკუნის ბოლოსათვის გურიის სოფლები  სახალხო სკოლების ქსელების მუშაობით, ბიბლიოთეკის სიმრავლით, კულტურული ინიციატივებითა  და მოსახლეობის განათლების დონის საჩვენებელ მაგალითად იქცა. მეცხრამეტე  საუკუნის მეორე ნახევრში განმანათლებლობის კომპანიის ინიციატორები ცდილობდნენ საშუალო თუ უმაღლესი სასწავლებლებში მიღებული ცოდნა  სოფლის მოსახლეობისათვის  გაეცნოთ. მათ მიზანს წარმოადგენდა ახალი ცოდნის უპირატესობის ჩვენება, რასაც სოფლის მეურნეობის განვითარებას და ბავშვებში განათლების მიღების  უზრუნველყოფისთვის უნდა შეეწყო ხელი. კამპანიის ორგანიზატორები თვლიდნენ, რომ  მხოლოდ აქტიური მოქალაქეთა ორგანიზებულ ძალად ჩამოყალიბებული გლეხობა შეძლებდა  თვითორგანიზებას  და პოლიტიკური ბრძოლით შედეგის მიღწევას. ბიბლიოთეკის გასახსნელად და წიგნების შესაძენად ისინი დადიოდნენ მოსახლეობაში და აგროვებდნენ შემოწირულობებს. ასევე, დგამდნენ თეატრალურ წარმოდგენებს მოსახლეობისათვის, რადგანაც შეგროვილიყო ბიბლიოთეკის გახსნის თანხები. პირველი ნაბიჯი კი იყო 1890 წლის დასაწყისში გურიაში სახალხო ბიბლიოთეკის გახსნა. ამ ბიბლიოთეკის მთავარი ორგანიზატორები იყვნენ: მასწავლებელი-ისიდორე რამიშვილი, არსენ წითლიძე და ლავრენტი წულაძე. 1921წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  ოკუპირების შედეგად დაზიანდა  და არსებობა შეწყვიტა  აკეთის ბიბლიოთეკამ.

 


ასევე, მოხალისეობის ისტორიის გახსენებისა არ შემიძლია არ გამოვყო მარო მაყაშვილი. ის დაიბადა 1902 წლის 25 აგვისტოს, კონსტანტინე მაყაშვილის- ცნობილი პოეტის, და დედა -თამარ გაბაშვილის, მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ასულის ოჯახში. თბილისის ქალთაგიმნაზიის დამთავრების შემდეგ, მარომ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე.ის აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების ცხოვრებაში. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებისთანავე, მარო, მეგობრების მხარდამხარ, წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა და სანიტარულ რაზმთან ერთად თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორისკენ, კოჯორ- ტაბახმელას მიმართულებით გაემართა. 1921 წლის  19 თებერვალას, მას რუსული არტილერიის მიერ ნასროლი ყუმბარის ნამსხვრევი კეფაში მოხვდა და დაიღუპა.

კიდევ მრავალი მოქალაქე ცდილობდა საკუთარი  საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის შესრულებას მათი მუშაობის შესწავლა, მათი შრომის შედეგების გამოკვლევა კი ნებისმიერი ახალბედა მკვლევარისათვის ძიების საინტერესო  ობიექტი უნდა იყოს.

1921 წლის 21 თებერვალს  საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  ოკუპირების შედეგად საქართველო სამოქალაქო საზოგადოება აღარ შეეძლო გამოეხატა მოქალაქეობრივი ვალდებულებები ( გამოეხატა საკუთარი აზრი, ხელისუფლების წინააღმდეგ გამოექვეყნებული კრიტიკა აზრი ),  თითქოს  74 წელი  1991 წლამდე ჩვენს ცხოვრებას განაგებდნენ. 1991წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭობ გამოაცხადა  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, რის შემდეგაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამოქალაქო საზოგადოებო  განვითარების პროცესები დღემდე მიმდინარეობს.

მოხალისეობის განვითარების კუთხით საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩევა სხვა  ქვეყნებს, რომლებიც ბოლო წლეების მანძილზე დიდი  მნიშვნელოვანი ძვრები განიცადა. მსოფლიო 2001 წელი მოხალისეობის წლად გამოაცხადა და ბევრმა სახელმწიფომ მიიღო კანონი მოხალისეობის შესახებ, რომელიც შემუშავდა მოხალისეობის რეგულირებისათვის.საქართველოს მთავრობას  2015 წლამდე  არ ქონდა განმარტება მოხალისეობაზე.2015 წელის დეკემბრიდან   მოხალისების ფორმალურ მდგომარეობას არეგულირებს კანონმდებლობა.

მოხალისეობის განვითარებას ერთ-ერთ პუნქტი და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობამ  შეიძლება ითქვას, რომ დღეს  ბერვ პროექტებს ვიგებთ სოციალური ქსელებით, მეილებით და სხვადასხვა ინტერნეტ სერვისებისგან.



მოხალისეობის ერთ-ერთი დიდი ჩართულობა უკავშირდება 2015წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ  იხილა, როცა ქუჩაში ათასობით  მოხალისე სპეციალური  სამსახურებთან ერთად, თბილისის ქუჩების სტიქიისგან მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად  გამოვიდა.

დღესდღეობით საქართველოში მოხალისეობრივ საქმიანობის წახალისებაზე რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს. მათ შორისაა „ვოლდ ვიჟენ ჯორჯია“ და „ჰელფინგ ჰენდი“. მოხალისეობის დაინტერესებულ ადამიანების ავსებენ გარკვეულ ვებ გვერდს: http://www.helpinghand.ge/ka/, რის შემდეგაც ორგანიზაციის კოორდინატორები მოხალისეობის მსურველებს უკავშირდებიან.

2020 წლის  მარტიდან, რაც  ეპიდემიური სიტუაცია დაიწყო სხვადასხვა  მედიის და სოციალური სივრცეება დაიწყო პროპაგანდა,რომ   სამოქალაქო საზოგადოების ჩართულიყო ამ პრობლემის დახმარებისთვის   თბილისი მერიამ უწყებათა საბჭოს ჩარევით დაიწყო მოხალისეობს  დატრენინგები თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ საჭირო დროს და ასევე საჭირო მოწყობილობები დაურიგდა ყველა მოხალისეს, რათა განეხორციელებინათ საჭირო დავალებები.

დასკვნის სახით, რომ შევაჯამოთ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან ვხვდებით მოხალისეობის ისტორია საქართველოში. შემდგომ დაახლოებით 75 წელი გვაქს დაკარგული  რუსეთის ოკუპირების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის ნაწილში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ვითარდებოდა სახელმწიფო და ხდება ნელ-ნელა განვითარება მოხალისეობის.დღეს  თითქმის ნაწილობრივ შეგვიძლია ვივარაუდოთ სამოქალაქო თვითშეგნება ამაღლდა, მაგრამ არსებობს ისევ გარკვეული  პრობლემები. აქტიური მოხალისე კარგია როგორ საზოგადოებისთვის ასევე სახელმწიფოს განვითარებისათვის.

Comments

Popular posts from this blog

რა არის ქოფირაითერი

პირველ რიგში , მინდა განვმარტო  რას ნიშნავს ქოფირაითინგი  მნიშვნელობა . ქოფირაითინგი – ეს არის პროფესიული საქმიანობა, რომლის საკვანძო მიმართულებაც სარეკლამო და საპრეზენტაციო ტექსტების წერა.  ქოფირაითერი – ეს ის ადამიანია, რომელიც წერს გაყიდვების სარეკლამო ტექსტებს და ადამიანს კონკრეტული მოქმედებების განხორციელების მოტივაციას უღვივებს. არსებობს გაყიდვების ტექსტების ჟანრთა დიდძალი რაოდენობა.  რაში გამოიყენება  ქოფირაითინგი გამოიყენება: სარეკლამო სტატიების დასაწერად; საიტების ტექსტების დასაწერად; პროდუქტების კატალოგების შესავსებად; კონტექსტური რეკლამისთვის; განცხადებების დასაწერად; ბანერებისა და სარეკლამო ბუკლეტებისთვის; სარეკლამო რგოლების სცენარების დასაწერად [სკრიპტი]; დასაგზავნი ტექსტების [მეილები] დასაწერად; გამყიდველი სკრიპტების დასაწერად. ასევე, მნიშვნელოვანია, გამოვყოთ გამყიდველი ტექსტების  ორი ძირითადი თავისებურება, რომელზეც ნამდვილად ღირს ყურადღების გამახვილება. კონვერსია -ეს არის  კარგი სარეკლამო ტექსტის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი – რომელიც  უზრუნველყოს

ადამიანის სურვილი

დღესდღეობით ადამინების უმრავლესობა  არ    დაფიქრებული ,თუ  რას   სურს საკუთარი  თავისთვის  .  ფროიდი  ამბობდა  ,რომ :" ყველა  ჩვენს  მოქმედებას  ორი მიზეზი  გააჩნია :ესაა სექსუალური  სწრაფვა და დიდ  ადამიანად ყოფნის  სურვილი". ხოლო  ჯონ დიუმი ამბობდა ,რომ ადამიანურ ბუნებაში  ჩადებული უდიდესი  მისწრაფება  მდგომარეობს  "გამორჩეულად  ყოფნის სურვილში", ყველა ადამიანს  სურს ,რომ იყოს  განსხვავებული  და  სხვა  სცემდეს პატივს  ამ განსხვავებულობის გამო.....  ზოგ  შემთხვევაში ადამიანების უმრავლესობას უნდათ: ჯანმრთელობა და სიცოცხლის შენარჩუნება საკვები ძილი ფული და ნივთები,რომელთა ყიდვაც ფულით შეიძლება სიცოცხლე  სიკვდილის შემდეგ სექსუალური დაკმაყოფილება  ბავშვების კეთილდღეობა საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნება ყველა ეს სურვილი კმაყოფილდება  ჩვეულებრივად .გარდა ,როგორც ფროიდი   ამბობს ::" ერთისა ესაა  დიდ  ადამიანად  ყოფნის სურვილი" ადამიანის მთავარი  ნიშანია  საკუთარი მნიშვნელობის  შეგრძნების სურვილი  . ბოლოსკენ  კი  გამოვიყენებ  უილიმა ჯეიმსის